მე–11 კლასის გაკვეთილის გეგმები


I  სემესტრი

თ.1. უძველესი ადამიანი. პირველყოფილი საზოგადოება.

1. თეორიები ადამიანის წარმოშობის შესახებ (კრეაციული და ევოლუციური)
2. უძველესი ადამიანი (განვითარების ანთროპოლოგიური საფეხურები, დმანისის აღმოჩენები და მათი მნიშვნებლობა)
3. სოციალური სტრუქტურები: გვარი, თემი (ლიდერის როლი და ფუნქცია,  იერარქიულობის პრინციპი,  შრომითი ფუნქციები გვარში და თემში); პირველყოფილი რელიგია და ხელოვნება;  ’’სოციალურ-ეკონომიკური’’ სისტემა
4. პირველყოფილი საზოგადოების განვითარების ეტაპები მსოფლიოსა და საქართველოში

თ. 2. ძველი მსოფლიო
ნაწილი 1.

1. სახელმწიფოს წარმოშობა. თეორიები სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ
2.სახელმწიფო.  სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებლები: დამწერლობა, მმართველობის სისტემა და ა. შ.
3. უძველესი სამდინარო ცივილიზაცია - ეგვიპტე
4. უძველესი სამდინარო ცივილიზაცია  - შუმერი, ბაბილონი
5. ასურეთი,  ხეთები, ურარტუ;
6. უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულები  ძველაღმოსავლურ ხანაში.
7. სახმელეთო იმპერია - აქემენიანთა ირანი   ძვ.წ. VI-IV სს. (დაპყრობები,  ურთიერთობა მცირეაზიულ ბერძნულ ქალაქებთან და საბერძნეთთან; ურთიერთობა ეგრისთან, სამხრეთ-დასავლეთ  ქართული ტომები ირანის შემადგენლობაში,   ზოროასტრიზმი)

შემაჯამებელი წერა №1

თ. 2. ძველი მსოფლიო
ნაწილი 2.
საზღვაო-საქალაქო ცივილიზაციები:

1. ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოები  და  კოლონიზაცია
2. ბერძნული პოლისები, სახელმწიფოს მმართველობის ფორმები
3. ბერძენ-სპარსელთა ომები
4. ათენის კავშირი -  პირველი საზღვაო ,,იმპერიის’’  შექმნის მცდელობა
5. პელოპონესის ომები
6. ალექსანდრე მაკედონელის იმპერია, ელინიზმი და ელინისტური სახელმწიფოები
7. ქართული სახელმწიფოები და ელინისტურ ხანაში
8. რომის წარმოშობა - რომაუკი საზოგადოება, სახელმწიფო წყობა - მეფობა/რესპუბლიკა.
9. რომაული დაპყრობები. რესპუბლიკის დაცემა.
10. რომი იმპერიის ეპოქაში
11. რომის იმპერია და საქართველო, რომის ურთიერთობა პართიასთან და სასანიანთა ირანთან


თ.3. შუა საუკუნეები

1. რომი და ”ბარბაროსული სამყარო”. ცვლილებები ევროპასა და  ახლო აღმოსავლეთში.
2. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა. აღმოსავლეთ რომის იმპერია.
3. ქრისტიანობა - მსოფლიო რელიგია. ქრისტიანობის ჩამოყალიბება და გავრცელება
4. ქრისტიანობის დამკვიდრება საქართველოში. მსოფლიოს საეკლესიო კრებები და საქართველო.
5. ქართლი მე-5 საუკუნეში. ვახტანგ გორგასალი
6. ბიზანტია და ირანი მე-6 საუკუნეში
7. საქართველო მე-6 საუკუნეში. ”დიდი ომიანობა”

8. შემაჯამებელი წერა №2

9. ფეოდალიზმი დასავლეთ ევროპაში
10. პაპიზმი. ეკლესია და ძალაუფლების ლეგიტიმაცია
11. შუა საუკუნეების ევროპის ქალაქები და საქალაქო ცხოვრება
12. ფეოდალიზმი საქართველოში
13. განათლება და მეცნიერება. ”უნივერსიტეტების ხანა” ევროპაში.
14. შუა საუკუნეების წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები
15. ბრძოლა გავლენისათვის ქრისტიანულ სამყაროში, ბიზანტია მე-7/9 საუკუნეებში.
16. ბრძოლა გავლენისათვის ქრისტიანულ სამყაროში, შუა საუკუნეებშუ ”იმპერიის გადატანა”



II  სემესტრი

თ.4. საქართველო და ახლო აღმოსავლეთი მე-7/15 საუკუნეებში

1. არაბები და ისლამური სახალიფო
2. სახალიფოს კულტურა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება
3. არაბთა ბატონობა საქართველოში
4. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და კულტურა მე-8/9 საუკუნეებში
5. ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანება
6. ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობები
7. თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო
8. თურქ-სელოჩუკები და საქართველო
9. დავით აღმაშენებლის რეფორმები
10. დიდგორის ბრძოლა
11. თამარის ეპოქა
12. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება თამარის ეპოქაში
13. ჯვაროსნული ეპოქა
14. მონღოლთა დაპყრობები და მისი შედეგები
15. საქართველო მე-13 საუკუნეში. მონღოლები საქართველოში
16. ქართული სახელმწიფოს დაშლა.
17. კონსტანტინეპოლის დაცემა


18. შემაჯამებელი წერა №3

თ.5. ევროპა და ამერიკა ახალ დროში

1. რენესანსი და ჰუმანიზმი. აღორძინების ევროპული ცენტრები
2. ახალი სამიმოსვლო გზებისა და კონტინენტების აღმოჩენა
3. კოლუმბამდელი ამერიკა
4. კოლონიური ეპოქის დასაწყისი
5. რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია
6. რელიგიური ომები
7. ჰოლანდიის რევოლუცია და მისი მნიშვნელობა
8. მე-17 საუკუნის ინგლისის რევოლუცია
9. აბსოლუტიზმი
10. შვიდწლიანი ომი ევროპაში
11. განმანათლებლობა
12. ამერიკის კოლონიზაცია და აშშ-ს შექმნა
13. საფრანგეთის დიდი რევოლუცია. ”ძველი რეჟიმის” კრიზისი
14. საფრანგეთის დიდი რევოლუცია. რევოლუციის დასაწყისი
15. საფრანგეთის დიდი რევოლუცია. მონარქიის დამხობა და პირველი რესპუბლიკა
16. ინდუსტრიული რევოლუცია

17. შემაჯამებელი წერა №4

თ. 6 საქართველო და მისი მეზობლები მე-16/მე-18 საუკუნეებში

1. ბრძოლა ოსმალური ექსპანსიის წინააღმდეგ ევროპასა და აღმოსავლეთში
2. სეფიანთა ირანის სახელმწიფო
3. რუსეთის გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე. რეჩ-პოსპოლიტა
4. პეტრე პირველის საგარეო პოლიტიკა და რეფორმები
5. საქართველო მე-16 საუკუნეში
6. აღმოსავლეთ საქართველო შაჰ-აბასისა და მისი მემკვიდრეები დროს
7. საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მე-17 საუკუნეში
8. საქართველო მე-18 პირველ ნახევარში
9. საქართველო მე-18 მეორე ნახევარში. საგარეო ორიენტაციის საკითხი.
10. საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან. გეორგიევსკის ტრაქტატი.

11. შემაჯამებელი წერა №5


სახელმძღვანელო:  ისტორია. 
მე-11  კლასი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  2012 წ. 
ავტორები: ნინო კიღურაძე,  გიორგი სანიკიძე,  ლევან გორდეზიანი, ლალი ფირცხალავა, რევაზ გაჩეჩილაძე, ნოდარ ასათიანი

======================================================================

თემატური რესურსები:




Комментариев нет:

Отправить комментарий